10 February 2015

"ასფალტზე ქალბატონი იჯდა და კანკალებდა, უცებ გამოჩნდა პატრული..." - რა მოხდა ისნის მეტროსთან

„ფეისბუქ“ მომხმარებელი მარიამ ბობოხია სოციალურ ქსელში ისნის მეტროსთან მომხდარ ფაქტს აღწერს, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონს დახმარება გაუწიეს.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
„გასულ კვირას,პარასკევს 6 თებერვალს, სამსახურიდან რომ მოვდიოდი,ისნის მეტროს ტერიტორიაზე შევნიშნე ქალბატონი,რომელიც პირდაპირ ასფალტზე იჯდა და საშინლად უკანკალებდა მთელი სხეული,დავიბენი არ ვიცოდი რა უნდა მექნა,რომ რამით დავხმარებოდი,ჩემდა საბედნიეროდ გამოჩნდა პატრულის ეკიპაჟი,რომელმაც დახმარება შესთავაზა ქალბატონს,ვერ აღვწერ იმ სითბოს და პატივისცემას,რაც პატრულის თანამშრომელმა გამოიჩინა უცხო ადამიანისადმი.მავანი იტყვის ასეთ ქცევას ტრენინგებზე სწავლობენო და კიდევ ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა,მაგრამ მე გეტყვით:შეიძლება ადამიანმა ყველაფერი შეითვისოს და ისწავლოს,მაგრამ გულწრფელობას ვერ ისწავლის ტრენინგზე,ვერც სიკეთეს და პატივისცემას გაიზეპირებს.არ დამავიწყდება პატრულის თანამშრომლის შეწუხებული და თანგრძნობით სავსე თვალები,თითქოს მისი საკუთარი დედა ყოფილიყო ისე ექცეოდა,საბოლოოდ ყველაფერი ნორმალურად დამთავრდა...მე კი ,როგორც მოქალაქეს დიდი სურვილი გამიჩნდა პატრულის თანამშრომლისვის Gela Chankveta საჯარო მადლობა გადამეხადა იმ გულისხმიერებისთვის,რაც მან გამოიჩინა.ბატონო გელა! აფერუმ თქვენს პროფესიონალიზმს და ადამიანობას!!!
p.s.ასევე დიდი მადლობა ეკიპაჟის მეორე წევრს,რომლის არც სახელი ვიცი და არც გვარი“, - წერს ბობოხია სოციალურ ქსელში.

No comments:

Post a Comment