ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერიან ზუმბაძე თანამდებობას ტოვებს.
ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. იმისთვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი რეპუტაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სიმართლე.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ თავდაცვის სამინისტრომ ვალერიან ზუმბაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია და რეალობას მოკლებულია. იგი მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პასუხი გასცეს ყველა კითხვას.
ამასთან, როგორც გუშინ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს ვალერიან ზუმბაძე, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივარს შეიტანს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ვალერი ზუმბაძის თავდაცვითი უწყების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშების და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია.
ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა გადაცემა "იმედის კვირაში" ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ.

No comments:
Post a Comment