-„მას შემდგომ, რაც რეალური გახდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში აყალიბებდა რაზმებს საქართველოში არეულობის მოსაწყობად,ხოლო ძალოვან სტრუქტურებში ცდილობდა მათ კონტროლქვეშ მყოფი მოქმედი ჩატოვებული პირების შემზადებას იგივე პროცესებისთვის ორგანიზაცია "თავისუფალმა თაობამ" დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება იმ მოქმედ ძალოვანებზე, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან.
ბნ. გიორგი ყუფარაძეს დაევალა ამ საქმის წარმოება,რომელმაც გარკვეულ ხანში მოიპოვა დაზუსტებული ინფორმაცია იმ მოქმედი პოლიციელების შესახებ,რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან და "სამართლალდამცავთა ლიგასთან".
ეს ძალოვანები მზად იყვნენ და მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი ბინძური დავალება. იმ სიაში რომელიც გაავრცელა "თავისუფალმა თაობამ" ერთ-ერთი პირველი მოხვდა ბატონ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოსანაშვილი, რომელზეც დაზუსტებით ვიცოდით რომ აქტიურად იყო ჩართული სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსან ძალოვანთა შესაძლო ბინძურ საქმიანობაში.
ჯერ კიდევ 2014 წლის 29 ოქტომბერს გავაფრთხილეთ ხელისუფლება და საზოგადოება ამ პირისა და პირთა ჯგუფის შესაძლო ზრახვების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გაფრთხილება არავინ იღო ყურად. პირიქით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოსანაშვილის და მისი თანამზრახველების მხრიდან დაიწყო მუქარა ჩვენი ორგანიზაციის წევრთა მისამართით. თვალსაჩინოებისათვის ვაქვეყნებთ 2014 წლის ოქტომბერში ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ პირთა სიას, რომლებზეც შესაძლო არეულობის შემთხვევაში აქცენტს აკეთებს სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, იმედია, ამჯერად მაინც მოყვება ჩვენს ინფორმაციას სათანადო რეაგირება:
ლევან გვაზავა _ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ვანო მერაბიშვილის პერიოდში;
ირაკლი ქადაგიძე _ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი;
ზაზა ჭაია _ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე;
ირაკლი ყიფშიძე _ მეტსახელად “პატარა ვანო”, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც ხშირად ატარებს საიდუმლო შეხვედრებს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან;
გიორგი სოსანაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
რაჟიკო გურჩიანი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
დავით ბუზალაძე _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
სიმონ ყვავიაშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
გიორგი ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
ლევან ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
ბესო შარაშენიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
მიშა ჯაფარიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ალეკო ბირთველიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ნათია მახარაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
გიორგი გიორგაძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი,
“ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” წევრი; ირაკლი ფხაკაძე _ აქტიურად თანამშრომლობს “ნაცმოძრაობასთან”; გია სოსელია _ შსს-ს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი;
კახა ყურაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი;
ზურა ჯანელიძე _ მეტსახელად “ჯანელა”,
პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; შაკო არაბული _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ერეკლე გაგუა _ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი.
გიგი კალანდაძე _ გენერალი; ლევან მხეიძე _ ყოფილი გამგებელი; ზაზა ბაქრაძე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი; გიორგი ონიანი _ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამჟამად ადვოკატი; გურამ დონაძე _ შშს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი; სერგი კაპანაძე _ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე; დავით იაშვილი _ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში; ალექსანდრე გვაზავა _ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელი, ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის საქმეში; გიორგი ღვინიაშვილი _ თბილისის ყოფილი პროკურორი, ახლა პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”;
ოთარ კახიძე _ ადვოკატი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი; დავით დათაშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ზვიად ქოროღლიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
ვაჟა მორგოშია _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრი;
გრიგოლ კვინიკაძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი;
გოჩა ბაღათრიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი:
ზაზა კუპრავა _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. "- ნათქვამია „თავისუფალი თაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
No comments:
Post a Comment