დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანიის თავმჯდომარეს, მარგარიტა ლუის-დრეიფუს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს Louis Dreyfus Group-ს სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. ქართულმა მხარემ Louis Dreyfus Groupრ-ს თანაინვესტირების ფონდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო იმ ლიბერალურ პირობებს, რასაც საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს.
Louis Dreyfus Group-ი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს ბიზნესს, დასაქმებული ჰყავს 22 ათასზე მეტი ადამიანი. 2014 წელს კომპანიის მოგებამ 640 მილიონი შეადგინა, კომპანიის ბიუჯეტი კი 60 მილიარდს შეადგენს.
No comments:
Post a Comment