უახლოეს პერიოდში საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი პირდაპირი ინვესტიციების ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, - ეს გადაწყვეტილება დღეს დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და CVC Capital Partners–ის დამფუძნებელს სტივ კოლტერსს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
სამუშაო ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაეცნობა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.
CVC Capital Partners არის წამყვანი პირდაპირი ინვესტიციების ფონდი. ამჟამად ის მართავს 300-ზე მეტი ინვესტორის თანხებს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. კომპანიამ დღემდე უზრუნველყო 71 მილიარდი დოლარის ვალდებულება. CVC ინვესტიციებს ახორციელებს გლობალურ ინდუსტრიულ და მომსახურების ბიზნესებში.
No comments:
Post a Comment