15 December 2014

საქართველოს ახალგაზრდა პრემიერი (ვიდეო)

რატი რატიანმა პოლიტიკაში წასვლა ერთი წლის წინ გადაწყვიტა და 20 წლის ასაკში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა. რეალური პრემიერის მსგავსად, მისი მთავარი საფიქრალიც საქართველოა. მსგავსება იმიჯში, ზეგავლენა კი მანერებში შეიმჩნევა. რატიც ფრანგულს ეუფლება და განათლების მისაღებადაც ევროპაში აპირებს წასვლას. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მმართველობის სტილს უწონებს, შენიშვნები კი არ აქვს.
ახალგაზრდული მთავრობის სხდომა კვირაში ერთხელ იმართება. ახალგაზრდული მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების ინიცატივით შეიქმნა. მთავრობის აპარატი 50 ადამიანისგან შედგება, რომელთა შერჩევაც აპლიკაციების და გასაუბრების მეშვეობით მოხდა. მინისტრებს 6 თვის 
ვადით, ხოლო პრემიერს და პრეზიდენტს ერთი წლით ირჩევენ. რეალურისგან გასნხვავებით, ქვეყნის მეთაურები ახალგაზრდა მთვარობაში გუნდურად მუშაობენ და გადაწყვეტილებებსაც ერთად იღებენ.
მომავალ პოლიტიკოსები ხშირად მოქმედ მინისტრებსაც ხვდებიან, პროექტებს აცნობენ და მათგან რჩევებსაც იღებენ. მთავრობის ახალგაზრდა ანალოგი ჯერჯერობით თვითდაფინანსებაზეა. 







წყარო: www.info9.ge

No comments:

Post a Comment