პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის იზიარებს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეხედულებას, რომ ერთ და ორ წელში ქვეყნის გარდაქმნა, განვითარება და ევროპეიზაცია ვერ მოხერხდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს.
„რაც შეეხება პროექტს 2030-ს. მე ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ძალიან ბევრს მუშაობს. პოლიტიკიდან წასვლის წინ მისი ნათქვამი იყო, რომ ის არათუ მიდის სადმე, არამედ მოდის. ის მოდის ყველაზე რთულ სფეროში - სამოქალაქო სექტორში. ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. მას შექმნილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია - „მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“. ქვეყნის გარდაქმნა, განვითარება და ქვეყნის ევროპეიზაცია ერთ და ორ წელში ვერ მოხერხდება. ამას ძალიან დიდი დრო სჭიდება. მე ამ შეხედულებას ვიზიარებ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ სად ხედავს თავს „2030“-ის კონტექსტში, პრემიერმა განაცხადა, რომ ძალიან რთულია ამის განსაზღვრა.
„ძალიან რთულია იმის თქმა, სად ვხედავ თავს 20 წლის განმავლობაში. ამას დრო გვაჩვენებს. მე არჩევნების დროსაც არ მიფიქრია სად ვიქნებოდი. მე არც მაშინ დამინახავს ჩემი თავი, არც არჩევნების შემდეგ მინისტრი რომ ვიყავი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური“,-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხვალ და ზეგ რა და როგორ იქნება, ეს მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული - თუ რამდენად ეფექტურები იქნებიან, რამდენად ღირსეულად შეასრულებენ დაპირებებს და ვალდებულებებს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
.png)
No comments:
Post a Comment