26 December 2014
“ თუ რაღაც ვერ გავაკეთე, ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ძალიან ბევრი რამ ვერ მოვასწარით. მისივე თქმით, საჭიროა მეტი მუშაობა. .
"ძალიან ბევრი რამ ვერ მოვასწარით სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. მე ძალიან განვიცდი ჩვენი მოქალაქეების ყოფას, მათ მდგომარეობას. სწორედ ეს ვერ მოვასწარით და ასეთი განცდა მექნება მანამ, სანამ ჩვენს მოქალაქეებს არ მოვუგვარებთ იმ მთავარ პრობლემებს, რომელშიც ახლა ისინი იმყოფებიან. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში რთული ვითარებაა. ერთ და ორ დღეში ამის მოგვარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მე პირადად მაქვს განცდა, რომ მეტის გაკეთების საშუალება მქონდა და რაღაც ვერ გავაკეთე. თუ რაღაც ვერ გავაკეთე, ამისთვის ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის კუთხით, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო. ამაში საჭიროა ყველას კონსოლიდაცია, რადგან ესაა საერთო პრობლემები და სატკივარი. ის, რომ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იმყოფება რთულ ვითარება, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და არა მხოლოდ ჩემი, მთავრობის მეთაურის, მინისტრების, ან პარლამენტარების", - განაცხადა პრემიერმა.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment