ამის შესახებ მან "რესპუბლიკური პარტიის" წევრის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ყველაფერი ქართული ნიშნავს არაევროპულს, ანუ რუსულს.
"ყველაფერი ქართული არის ქართული და ეროვნული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხელმძღვანელობ. თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ქართულს, ჩვენი ხალხის გაძლიერებისთვის. მე არ ვაპირებ ბერძენიშვილის და რურუას განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო. მე ასე არ ვთვლი. ეს არის სირცხვილი, სირცხვილია ის, რომ ქართული თურმე არ არის ქართული. გაუგებარია ეს შეფასება", - განაცხადა პრემიერმა.

No comments:
Post a Comment