როგორც სააკაშვილმა განმარტა, ის ჩვეულებრივი მოქალაქეა და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სწორედ „ჩვეულებრივი მოქალაქის“ სტატუსით იმყოფება ევროპარლამენტში.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას პრეზიდენტის პასპორტი გაუუქმა.
„დიდი პატივი იქნებოდა ვყოფილიყავი აქ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვიცავ საქართველოს ევროპულ არჩევანს და ქართველი ხალხის ისტორიულ გადაწყვეტილებას. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ მეთაკილება, რომ ჩამოვიდე და აქ ვიყო. მე მაინტერესებს არაჩვეულებრივ მოქალაქეს აქ ჩამოსვლა რატომ ეთაკილება და თავის თანაშემწეს, პრემიერ მინისტრს რატომ არ აგზავნის საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. როდესაც მოვდიოდი ავიაკომპანიებმა გამომიცხადეს, რომ საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია, თუმცა კანონით პრეზიდენტს მთელი ცხოვრება ეკუთვნის ეს პასპორტი. მათ უბრალოდ გამიღიმეს და მითხრეს, აი ასეთი მთავრობა გყავთო და გაიარეო. იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და ერთად რაღაცა გავკეთოთ, პასპორტი გააუქმეს, ყველგან წერილებს აგზავნიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
No comments:
Post a Comment