490 მომხრე 76 წინააღმდეგი – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია – საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ მოახდინა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.
ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 10 ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი და შვედეთი. დღესვე აპირებს დოკუმენტის რატიფიცრებას დანია.
No comments:
Post a Comment