17 December 2014

რუსთავის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს ბარბარობა მიულოცა

დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჯიქიამ სოციალურად დაუცველ ასანიძეებისა და შუბითიძეების მრავალშვილიან ოჯახებს უმასპინძლა. ქალაქის მერმა პირადად მიულოცა მათ ბარბარობის დღესასწაული და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. მოგვიანებით, რუსთავის მერი სოციალურად დაუცველ სილაგაძეების, გაბინაშვილებისა და ლეჟავების მრავალშვილიან ოჯახებს სახლში ესტუმრა, მიულოცა წმინდა ბარბარეს ხსენების დღე და საჩუქრად ტკბილეული მიუტანა.

No comments:

Post a Comment