30 December 2014

რა დამსახურებისთვის მოუმატა ვანო მერაბიშვილმა, ვადაზე ადრე, სამხედრო ჩინი ეკა გიგაურს

როგორც ბრძანებიდან ირკვევა, სასაზღვრო პოლიციის 2007 წლის 13 ნოემბრის წერილის საფუძველზე, მერაბიშვილი ვადაზე ადრე, სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს,
სოციალურ ქსელში ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ბრძანება, რომლებიც დათარიღებულია 2007 წლის 13-21 ნოემბრით. ერთ-ერთ ბრძანებას ხელს აწერს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი. მოვალეობის შემსრულებელი და არა მინისტრი, რადგან ამ დროს პრეზიდენტი გადამდგარი და შესაბამისად, ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს.
როგორც ბრძანებიდან ირკვევა, სასაზღვრო პოლიციის 2007 წლის 13 ნოემბრის წერილის საფუძველზე, მერაბიშვილი ვადაზე ადრე, სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, უფროს ლეიტენანტს ეკა სიმონის ასულ გიგაურს.
შემდეგ ბრძანებას ხელს აწერს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის პრემიებით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ეკა გიგაური. ბრძანება დათარიღებულია 2007 წლის 14 ნოემბრით.
ფეისბუკმომხმარებელი დათო ახვლედიანი წერს: „ეკა გიგაურს 7 ნოემბრის დარბევის მერე ჩინი მოუმატეს და პრემიაც აიღო !!! მაგან და მაგის მთელმა სპეცრაზმმა.“ იმავე გვერდზე ქვეყნდება ყველა ბრძანების ფოტოასლები.


No comments:

Post a Comment