"კიევში ყველა სვამს კითხვას: როგორ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი? ამჟამინდელი სიტუაცია რუსეთისთვის ძალიან რთულია და მის ინტერესებშია, რომ კონფლიქტის დასრულებას ყველანაირად შეუწყოს ხელი", - განაცხადა მოგერინიმ.
მან აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სირიის, ირანის, ლივიის და ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაზე.
"ერთის მხრივ, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, რადგან იქ შიდა ეკონომიკური მდგომარეობა მალე, შესაძლოა, ძალიან მძიმე გახდეს. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან. ბოლო მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ რუსეთსა და ევროპას შორის სავაჭრო მიმოსვლა შემცირდა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის გაიზარდა. მე ჯონ ქერისთან ხშირად ვსაუბრობ და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა გვაქვს. აზრთა თანხვედრა ასევე ვრცელდება სხვა ქვეყნებზეც - კანადიდან იაპონიამდე. ყველას სურს, რომ კონფრონტაციის ლოგიკა დასრულდეს", - დასძინა მან.
No comments:
Post a Comment