„შეთანხმება უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“ - განმარტა პუტინმა ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რა როლის შესრულება შეუძლია რუსეთს, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სიტუაციის დარეგულირების მიზნით.
„მესმის, რომ ეს საქართველოსა და ქართველი ერის ტკივილია, მაგრამ 1919 წელსაც იყო ძალიან მძიმე მოვლენები, როცა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ განაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტა“.
„დიახ, რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. შეიძლება თუ არა ასეთ პირობებში რამის გაკეთება? გულწრფელად გეტყვით, ეს ძალიან რთულია. მაგრამ პირველ ეტაპზე პოლიტიკური დიალოგი და პირდაპირი კონტაქტებია საჭირო. თუ ეს მოხერხდება, ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს“ - განაცხადა პუტინმა.
No comments:
Post a Comment