18 December 2014

„მოხარულნი ვიქნებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი წარმომადგენელი მოსკოვში ვნახოთ“

რუსეთი მოხარული იქნება, თუ საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი მოსკოვში ჩავა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად რეალურია პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა.
„ჩვენ საქართველოსთან ძალიან ცოტა კონტაქტი გვაქვს, როგორც ვხედავთ, იქ შიდაპოლიტიკური ბრძოლა გრძელდება... ჩვენ რუსულ ბაზარზე ქართული საქონლის შეტანის ლიბერალიზაციას გვთხოვდნენ და ეს იმის საპასუხოდ გავაკეთეთ, რომ საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება არ შეაფერხა. ეს მათი მხრიდან კეთილი ნების ჟესტი იყო და ანალოგიური ჟესტი ჩვენი მხრიდანაც იყო. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. მოხარულნი ვიქნებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი წარმომადგენელი , მათ შორის პრეზიდენტი და პრემიერი მოსკოვში ვნახოთ“ - განაცხადა პუტინმა.

No comments:

Post a Comment