22 December 2014

“დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ისე უნდა მოიქცეს, როგორც თავის დროზე შარლ დეგოლი”


დღეს, როცა რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, ის გაცილებით დამთმობი იქნება.ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს. მისი თქმით, როცა ამ სანქციების პერიოდი ჩაივლის. თუ ჩვენ ისევ გავჯიუტდით და არ დაველაპარაკეთ, ეს ყველაფერი ერთი-ორი წლის შემდეგ ბუმერანგად დაგვიბრუნდება. „თუ დაუკვირდებით, ის თავიდან ახალი ხელისუფლების მიმართ, ცოტა ლოიალურია, ასე იყო შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც. მას უნდოდა რკინიგზის გახსნა, ოჩამჩირეში დევნილების დაბრუნებაც, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. დღეს, როცა რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, ის გაცილებით დამთმობი იქნება, ვიდრე მაშინ როცა ამ სანქციების პერიოდი ჩაივლის. თუ ჩვენ ისევ გავჯიუტდით და არ დაველაპარაკეთ, ეს ყველაფერი ერთი-ორი წლის შემდეგ ბუმერანგად დაგვიბრუნდება. ახლა ცხინვალთან გაფორმდება ისეთივე ხელშეკრულება, როგორიც აფხაზეთთან გაფორმდა და დაიწყება ისევ მავთულხლართების გადმოწევა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ისე უნდა მოიქცეს, როგორც თავის დროზე შარლ დეგოლი მოიქცა. ამ კაცმა ყურადღება არ მიაქცია ამერიკელების პრეტენზიებს, ჩავიდა მოსკოვში, 12 დღე დარჩა და ურთიერთობა აღადგინა. ჩვენ დღეს სწორედ ასეთი კაცი გვჭირდება." – აცხადებს  ცინცაძე.

No comments:

Post a Comment