25 December 2014
კვიტაშვილის პროექტით ავადმყოფს უფლება აქვს ვადაზე ადრე გარდაიცვალოს
«Наш век» (უკრაინა): ქართველი „ვარიაგები“ კიევში;
„უკრაინის ხელისუფლებაში „ვარიაგების“ ისტორია თითქოსდა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხმები და ჭორები ისევ დადის - ამბობენ, რომ მოწვეული სპეციალისტების დანიშვნა კვლავ გაგრძელდება“, - ნათქვამია უკრაინული გამოცემა „ნაშ ვეკ“-ის მიერ, ივან ლიზანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
განმარტებისთვის: ტერმინში „ვარიაგი“ სკანდინავიელი „ვიკინგი“ იგულისხმება და ზოგადად „მოწვეულს“ ნიშნავს. ცნობილია, რომ ადრეფეოდალურ რუსულ სამთავროებში, კიევის რუსეთის დროს, მმართველებად ვიკინგებს იწვევდნენ ხოლმე.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკრაინის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც „კოლონიურმა ადმინისტრაციამ“ შეიმუშავა, ფინანსთა და ეკონომიკის „ვარიაგი“ მინისტრების ნატალია იარესკოსა და აივარს აბრამავიჩუსის ხელმძღვანელობით.
პროექტის თანახმად, უკრაინელ ხალხს წინ მკვეთრი სოციალური შეზღუდვები ელოდება: შემცირდება ჩერნობილელთა შეღავათები, გაუქმდება მოსწავლეთა უფასო მგზავრობა, გაიყინება პენსიები და ხელფასები, გაუქმდება მათი ყოველწლიური ინდექსაცია, საპენსიო ასაკი 70 წლამდე მოიმატებს, მკვეთრად შემცირდება საბიუჯეტო მოსამსახურეთა და სამართალდამცველი მუშაკების რაოდენობა, შემცირდება დარჩენილთა ხელფასები; შემცირდება ყველა დონის დეპუტატებისა და მათი თანაშემწეეების რაოდენობა; 11-წლიანი უფასო სასკოლო განათლება 9-წლიანით შეიცვლება; უფასო ბაკალავრიატი შემცირდება სამ წლამდე, მაგისტრატურა კი - ერთ წლამდე; მეცნიერებათა კანდიდატები და დოქტორები დანამატების გარეშე დარჩებიან, სტუდენტები კი უსტიპენდიოდ და ა.შ.
რასაკვირველია, არცერთი ჭკუათმყოფელი უკრაინელი პოლიტიკოსი და კანონმდებელი ასეთი „დრაკონული“ კანონის შემუშავებაზე არ დათანხმდებოდა (თუ მათ უკრაინაში ცხოვრება ან ხელახლა არჩევა სურთ), ამიტომაც პროექტის შემუშავება პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ და ლიტველ „ვარიაგებს“ დაავალეს, ქართველი „ვარიაგები“ კი მათ უკრაინის სოციალური სახელმწიფოს განადგურების საქმეში ეხმარებიან.
საინტერესოა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში სამუშაოდ საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ არავინ არ მოუწვევიათ, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სახელმწიფო სტრუქტურებში აქტიურად არიან ჩაბმულნი. ასეთ მდგომარეობას, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის პიროვნება განაპირობებს, რომელიც შეერთებული შტატებიდან უკრაინაში გამოგზავნილი ერთ-ერთი ზედამხედველია. თვით „ნიკოლოზოვიჩმა“ პრემიერობაზე უარი განაცხადა. ამის ფორმალური მიზეზი ვითომდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაა, რეალურად კი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში ტრიუმფალურ დაბრუნებასა და თავისი მტრის - ბიძინა ივანიშვილის დასჯას გეგმავს...
რაც შეეხება ქართველ „ვარიაგებს“, ჯერ-ჯერობით ორია - ალექსანდრე კვიტაშვილი და ეკა ზღულაძე. პირველმა ისეთი გეგმა წარმოადგინა, რომ თუ უკრაინის მოქალაქეს ჯიბე ცარიელი აქვს და ავად გახდება, მას უფლება ეძლევა ვადამდე გარდაიცვალოს. მეორეს განზრახული აქვს თავისი უწყების გადაკეთება ისე, რომ ვეღარავინ იცნობს - ათასობით მილიციელი გათავისუფლდება...
თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე საინტერესო ცვლილებები იუსტიციის სამინისტროში განხორციელდება, სადაც მინისტრად, ალბათ, ინტერპოლის მიერ ძებნილ ზურაბ ადეიშვილს დანიშნავენ. სხვათა შორის, მას საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმის არქიტექტორს“ ეძახიან. ასე რომ, უკრაინელებს მალე ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სამზარეულოში ჩურჩულით განიხილონ აკრძალულ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები პოლიტიკური პატიმრების შესახებ.
უკრაინის სამართალდამცველ და სასჯელაღსრულების სისტემის „სრული ბედნიერებისათვის“ შეიძლება კიდევ ერთი ქართველის - ხათუნა კალმახელიძის მოწვევა გახდეს საჭირო, თუმცა ამბობენ, რომ ამ საქმეს ადგილობრივები თავს გაართმევენ. პროკურატურის რეფორმას სათავეში დავით საყვარელიძე და გიზო უგლავა ჩაუდგებიან. საპატრულო სამსახურის შექმნა ამერიკელ რონალდ გლენსორს დაავალეს...
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტში უკვე მზადდება კანონპროექტი „სახელმწიფო სამსახურში უცხოელი მოქალაქეების მიღების შესახებ“, რომლის მიხედვით, მოქალაქეობის გამოცვლა სავალდებულო აღარ იქნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას მთლიანად „ვარიაგები დაიპყრობენ“...
კატეგორია:
მსოფლიო
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment