26 December 2014

„თავდაცვის სამინისტროს საბოტაჟი ალასანიას აგენტურამ მოუწყო“ – „უწყებაში 90% ალასანიასა და “ნაციონალების” კადრები მუშაობენ“

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ირაკლი ალასანიას ცოლის, ნათია ფანჯიკიძის ნათესავი მუშაობს და სამინისტროსთან შეუთანხმებლად სწორედ მან გაავრცელა ეს განცხადება. –ამის შესახებ „ალიას" კოალიცია "უფლებადამცველის" წევრმა მამუკა ტუსკაძემ განუცხადა. მისი თქმით,
თავდაცვის სამინისტროში ექსმინისტრ ირაკლი ალასანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კადრები დღემდე მუშაობენ და საბოტაჟის მოწყობის საფრთხე ყოველთვის იქნება.
"ბუზისგან უნდათ შექმნან სპილო, როცა არ არსებობს ბუზიც კი. თავდაცვის სამინისტროში, ჯერ კიდევ ალასანიას პერიოდში არ იყვნენ "ნაციონალები" წამოსული სამინისტროდან. ახლაც, თავდაცვის სამინისტროში 90% ალასანიასა და "ნაციონალების" კადრები მუშაობენ და ჩვენი ინფორმაციით, ის განცხადება ოფიციალურად არ იყო შეთანხმებული სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და გავრცელებული იყო ალასანიას დატოვებული აგენტურის მეშვეობით", – აცხადებს მამუკა ტუსკაძე გაზეთ "ალიასთან".
მისივე მტკიცებით, აღნიშნული განცხადება რომ არ იყო მინისტრთან შეთანხმებული, ეს მან დაზუსტებით იცის. ტუსკაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ირაკლი ალასანიას ცოლის, ნათია ფანჯიკიძის ნათესავი მუშაობს და სამინისტროსთან შეუთანხმებლად სწორედ მან გაავრცელა ეს განცხადება.
" ერთადერთი რამ, რაც ამ განცხადებაში გაიპარა, არის ის, რომ ეწერა, ჯარისკაცი 2007 წელს განთავისუფლებული იყოო... აი, ამ მომენტზე ააგო შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი აჟიოტაჟი, თორემ, სხვა რა იყო იმ განცხადებაში არასწორი?! მინისტრმა რომ თქვას, არ წახვიდეთ ამ ომში, რადგან ეს სხვისი ომიაო, ამაში რა არის კანონსაწინააღმდეგო, ან ჯარისკაცის მუნდირის შემლახველი?! ეს განცხადება რომ არ არის მინისტრთან შეთანხმებული, ეს დაზუსტებით ვიცით. ირაკლი ალასანიას ცოლის, ნათია ფანჯიკიძის ნათესავი მუშაობს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში და მან გაავრცელა ეს განცხადება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა დაზუსტებით ვიცი, რასაც ვამბობ. საკადრო ცვლილებები იყო და მოხსნიდნენ. ასე ვიცი. "ნაციონალური მოძრაობის" "ზონდერ"- პიარჯგუფები ადრეც მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროში და უკვე მათსავით დაიწყეს მუშაობა ალასანიას გუნდის წევრებმა. მათ რეჟიმზე გადავიდნენ ესენიც და, მართლაც, ღირსია ეს ხელისუფლება ამ ყველაფრის, რომ ამდენს ალაპარაკებს მათ. არა მარტო ამ განცხადების გავრცელებაში. ძალიან დიდი რისკია საბოტაჟის მოწყობის ტენდერებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ჯანელიძემდე მუშაობდნენ, ყველა ადგილზე დარჩა, იგივე ხალხი კურირებს ასევე კვების თემებს. საკმარისია პატარა საწამლავი ჩააგდონ საკვებში, ერთ-ორ ჯარისკაცს უბრალოდ კუჭი აეშალოს, მაშინვე დიდი ამბავი ატყდება. ამ მხრივ, არსებობს საფრთხე ", -აცხადებს ტუსკაძე.

წყარო: " ალია"

No comments:

Post a Comment