საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილს უგზავნის ევროპის პარლამენტს.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტს ქართველი ხალხის სახელით წინასწარ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის იმ კრიტიკულ მომენტში, რომელიც საქართველოს ისტორიასა და მთლიანად ევროპის რეგიონშია.
„ხელშეკრულების განხორციელებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კვალდაკვალ, სწრაფად იზრდება ვაჭრობა და ინვესტიციები. ჩვენ ვართ და დავრჩებით ევროკავშირისა და ნატოს სანდო მოკავშირეებად ჩვენს არასტაბილურ რეგიონში. ხელშეკრულების რატიფიცირებას აქვს უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა საქართვლოსთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჩვენს კონტინენტზე ახალი გამყოფი ხაზების შექმნა,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
No comments:
Post a Comment