ახალგაზრდა პოეტის, შაკო ბერიანიძის ლექსმა "ემიგრანტ დედას" სოციალური ქსელი მოიარა, უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი მიიღო.
საქართველოში ალბათ რთულია მოიძებნოს ოჯახი, რომლის წევრი თუ არა ახლობელი მაინც არ გახადა ცხოვრებამ ემიგრანტი, ეს მძიმე მისია საკუთარ თავზე ხშირ შემთხვევაში ქალბატონებმა აიღეს და უცხო ქვეყანაში გადაიხვეწნენ, რათა ოჯახები უამრავი პრობლემისგან ეხსნათ. ამ ყველაფერში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ზოგიერთ შემთხვევაში სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრთა გულგრილი დამოკიდებულება. ალბათ სწორედ იმ საოცარი სითბოს გამო იქცა ახალგაზრდა პოეტის ლექსი სენსაციად, რომლითაც მან ემიგრანტების შვილებს სხვაგვარი გრძნობა დაანახა, თავად იმ ქალბატონებს კი, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მძიმე შრომის ფასად არჩენენ ოჯახებს მხნეობა და იმედი შემატა.
No comments:
Post a Comment