პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელევიზიებს რეალურად უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობა სიცრუის ტირჟირებას ახდენს. "მოსახლეობას აქვს განცდა, რომ რაღაც არ კეთდება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან როცა ადამიანს ერთსა და იმავეს უმეორებ 24 საათის განმავლობაში, როგორც მინიმუმ მას ეჭვი აღეძრება და ეჭვის თვალით შეხედავს ყველაფერს. ჩვენ ტელევიზიებს რეალურად უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან სიცრუის ტირჟირებას ახდენს უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა სიცრუეს სიმართლით უნდა დაუპირისპირდეს.
"ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე. ჩვენი მთავარი საყრდენი უნდა იყოს სიმართლე. ჩვენ თუ ვართ და ვიქნებით მართლები, ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროა. ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დალაგდება. ამას ვეუბნები მინისტრებსაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
No comments:
Post a Comment