26 December 2014

კენჭისყრამდე 20 წუთით ადრე მისულმა უსუფაშვილმა, ხმა ალასანიას პარტიის ინიციატივას მისცა

2 კვირიანი შვებულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდა. უსუფაშვილი პარლამენტის დარბაზში საყდრისის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვის დროს, კენჭისყრამდე 20 წუთით ადრე გამოჩნდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კენჭისყრის სიის თანახმად, დავით უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა საგამოძიებო კომისიის შექმნას. აღსანიშნავია, რომ კომისიის შექმნას 58-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო კვორუმი(ინიციატივის გასვლისთვის) 57 ხმას შეადგენდა.
კომისიის შექმნას მხარი ინიციატივის ავტორებმა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და "ეროვნულმა ფორუმმა", "მწვანეთა პარტიამ" და "რესპუბლიკელებმა" დაუჭირეს.
ცნობისათვის, დავით უსუფაშვილი 9 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შვებულებაში იმყოფებოდა და მოვალეობას მისი მოადგილე მანანა კობახიძე ასრულებდა.


No comments:

Post a Comment