26 December 2014

უკრაინაში თანამდებობებზე დანიშნული ქართველი ყოფილი ჩინოსნების დანახვის სურვილიც არ მაქვს


 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას უკრაინის მთავრობაში მომუშავე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანახვისა და მათთან შეხვედრის სურვილი არათუ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც არ ჰქონია. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ზოგადად უკრაინაში, მისი ვიზიტის დაგეგმვა ჯერ-ჯერობით მუშაობის პროცესშია. 

„არათუ უკრაინაში არამედ საქართველოშიც არ მქონდა მათი დანახვისა და მათთან შეხვედრის სურვილი. მათთან შეხვედრას არ ვაპირებ და არც არაფერში მჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველომ უკრაინას 1 მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაუწია და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, უკრაინის წინა ჯანდაცვის მინისტრთან პირადი და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა სამ უცხოელს მიანიჭა, რომლებმაც უკრაინის მთავრობაში მინისტრის პოსტები დაიკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილია.

კიდევ ერთი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი ეკა ზღულაძე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია, პრეზიდენტთან არსებულმა მოქალაქობის საკითხზე მომუშავე კომისიამ კიდევ ორ ქართველს, გიზო უგულავას და დავით საყვარელიძეს, პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გაუწია.

No comments:

Post a Comment