დღეს, რუსთავის მერიის წინ სასწრაფო დახმარების მანქანების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი დაესწრნენ.
ქვემო ქართლის რეგიონული სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის ავტოპარკი ამ ეტაპზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი 10 ავტომანქანით განახლდა. გარდაბანში სამი, მარნეულში ორი, ბოლნისში, რუსთავსა და დმანისში კი თითო-თითო ავტმონაქნანა გადანაწილდა.
ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე სასწრაფო დახმარების ავტოპარკი 94 მანქანით შეივსო. მომდევნო ეტაპზე ახალი სამედიცინო წესით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გადაეცემა, წლის ბოლომდე კი ცენტრის ავტოპარკი 180 მანქანით სრულად განახლდება.
No comments:
Post a Comment