პირველ გასვლაზე გემზე ტურისტული კომპანიების, მასმედიის, ბიზნესისა და მთავრობის 100-მდე წარმომადგენელია მიწვეული. მათ 6 დღიან ტურს გერმანულ-რუსული საკრუიზო კომპანია ,,პარადაის კრუიზი" და კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი აჭარაში ტურისტული კომპანია ,,ჯემინი" მოუწყობენ. ერთი კაიუტა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს და მის მშობელს დაეთმობათ.
,,ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შანსია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სოჭის მონახულების შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონიათ. ამ კრუიზის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ამ გემით ბათუმიდან სოჭში მიმავალი ქართველი ქალაქში შესვლას და ექსკურსიის მოწყობას უვიზოდ, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შეძლებს." - აცხადებს კონპანია ,,ჯემინის" გენერალური მენეჯერი ვაჟა თევდორაძე.
საკრუიზო ლაინერი ,,იზაბელა 1" 1100 მგზავრს იტევს. გემზე 320 სხვადასხვა კლასის კაიუტაა განთავსებული. მათი ფასი ერთ ადამიანზე 216 დოლარიდან იწყება და 2800 დოლარამდე აღწევს.
გემის ქვედა სართულზე განთავსებული ავტოსასგომი 350 მანქანას იტევს. გემზე ავტომობილის შეყვანის მსურველებს, დამატებით, 50 დოლარის გადახდა მოუწევთ.
,,იზაბელა 1"-ზე Duty Free, რესტორნები და ბარები ფუნქციონირებს. მგზავრებს ბათუმის საუკეთესო ბარმენები მოემსახურებიან. კრუიზის მუსიკალურ გაფორმებაზე კი ბათუმის ჯაზ-ბენდი იზრუნებს.
ხომალდის ბოლო სართულზე განთავსებულია კაზინო.
სპეციალურად ბავშვებისთვის კი, გემზე საბავშვო ოთახი გაიხსნება, სადაც მშობლებს შვილების დატოვება შეეძლებათ და ბავშვების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ.
9 სართულიან ლაინერზე, ამ დროისთვის, 120-მდე ბათუმელია დასაქმებული.
რეგულარული საკრუიზო მიმოსვლა 2015 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება. მარტიდან კი ბათუმი-სოჭი-სტამბულის მარშრუტს ოდესის მიმართულებაც დაემატება.
წყარო:www.commersant.g

No comments:
Post a Comment