შაბათის "კურიერში" გიორგი გაბუნიასთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს კომპეტენტურობა დაუწუნა. გადაცემაში ეუთო-ს დასკვნაზე საუბრისას ნაჩვენები იყო ის განცხადებები, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას.
ნაჩვენები იყო თავად თეა წულუკიანის განცხადება და ასევე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი პრემირის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ გაკეთებული განცხადებებიც, რომლებსაც წულუკიანმა არაკომპეტენტურად შერჩეული უწოდა. "თქვენს არხს სჭირდება ერთი კარგი იურისტი, რომელიც უფრო კომპეტენტურ განცხადებებს შეგიგროვებდათ," - განაცხადა ჩართვისას იუსტიციის მინისტრმა.
No comments:
Post a Comment