10 November 2014

საცალო ქსელში ბენზინის გაიაფება დაიწყო

საცალო ქსელში ბენზინის გაიაფება დაიწყო. დღეიდან ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი 2-4 თეთრით გაიაფდა. როგორცლუკოილშიგანმარტავენ, მათ ქსელში ევრო რეგულარი - 2 თეთრით, პრემიუმ ავანგარდი - თეთრით და ევრო სუპერი - 4 თეთრით გაიაფდა.
რაც შეეხებაგალფს”, მის ქსელში ბენზინის ფასი ასევე 4 თეთრის ფარგლებში გაიაფდა და G-Force პრემიუმის ღირებულებამ 3 თეთრით დაიკლო, G-Force ევრო რეგულარი - 2 თეთრით, რეგულარი - 2 თეთრით, G-Force ევრო დიზელი - 4 თეთრით, ხოლო ევრო დიზელი კი 2 თეთრით გაიაფდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ეცემა.

წყარო: www.bpi.ge


No comments:

Post a Comment