საქართველოს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც
იაპონიას ამ თვის
ბოლოს ეწვევა, მოსალოდნელია, რომ
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სინძო
აბესთან დაგეგმილი შეხვედრის დროს
კვლავ გაიმეორებს ამ საკითხზე
ადრე გაკეთებულ თხოვნას.
იაპონიის მთავრობა, დაიწყებს იმ აუცილებელი
პროცედურის განხილვას, რომელიც შესაბამისი
კანონის გადახედვასთანაა დაკავშირებული, წერს "ჯაპან ნიუსი"
„საქართველო"
- აი, ასეთია ქვეყნის სახელწოდება
ქართულ ენაზე, მაგრამ გაეროს
წევრი 193 ქვეყნიდან დაახლოებით 170 თავიანთ
ინფორმაციებსა და მასალებში
ქვეყნის ინგლისურენოვან სახელწოდებას - „Georgia"-ს იყენებს
და მხოლოდ ჩინეთი,
იაპონია და ყოფილი
საბჭოთა რესპუბლიკები უწოდებენ ამ სახელმწიფოს
„Gurujia"-ს.
საქართველოს
მთავრობამ 2008 წელს, რუსეთთან ურთიერთობის
გამწვავების კვალობაზე, განსაკუთრებით კი
მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ყველა
ქვეყანას სთხოვა, რომ ქვეყნის
დასახელებისას ინგლისურენოვანი სახელწოდება გამოეყენებინათ.
იაპონიის მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებში
ქვეყნის სახელწოდების გამოყენების პრინციპი ეფუძნება კანონს
საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელწოდებების, ადგილმდებარეობისა და დიპლომატიური
სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ. როგორც
ჩანს, იაპონიის საგარეო საქმეთა
სამინისტრო ამ კანონში
კორექტივებს მომავალ წელს შეიტანს
და ქვეყნის პარლამენტს
დასამტკიცებლად მორიგ სესიაზე წარუდგენს.

No comments:
Post a Comment