06 October 2014

თბილისობა 25–26 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა ტრადიციულად 25–26 ოქტომბერს გაიმართება.როგორც მერიაში აცხადებენ, შექნილია კომისიაც,რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისობაზე ცასატარებელი ღონისძიებების დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
თბილისობაყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია.ის პირველად  1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა  და 1995 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.
სოფო ქსოვრელი

წყარო: www. commersant.ge


No comments:

Post a Comment