23 September 2014

"თავისუფალი ზონის" ოფისთან მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი კურდღელი დაწვეს

მოძრაობა "თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სათამაშო კურდღელი დაწვეს. კურდღლის სახეზე მიხეილ სააკაშვილის სურათი იყო გამოსახული და ყელზე ჰალსტუხი ჰქონდა ჩამოკიდებული.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილი იყო მშიშარა და კურდღელი და "თავისუფალი ზონის" მონაწილეებიც შესაბამისად კურდღლები არიან. მათივე თქმით, მათ "თავისუფალ ზონას" 10-დღიანი ვადა მისცეს თვითლიკვიდაციისთვის.
როგორც "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, "თავისუფალი ზონა" არის მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" დაჯგუფება და ისინი ყოველთვის მზად არიან გაატარონ სააკაშვილის ინტერსები, ასევე ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და გადატრიალება.

როგორც აქციის მონაწლილეები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნას "თავისუფალი ზონა" არ დაემორჩილება, უფრო მასშტაბიანი აქციები გაიმართება.

No comments:

Post a Comment