უამინდობის გამო კიდევ
ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩაქვიდან. ამის შესახებ "პირველი რადიოს"
ეთერში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ხელმძაღვანელმა მამუკა
თურმანიძემ განაცხადა. თურმანიძის თქმით არსებობდა სახლის დანგრევის რისკი, რის გამოც
ოჯახი დროებით სხვა შენობაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ბათუმში 30-მდე გამოძახება
დაფიქსირდა, ძირთადად დახმარებას დატბორილი სახლების მეპატრონეები ითხოვენ, სახლები
ბათუმში უმეტესად ე.წ ჭაობის დასახლებაში დაიტბორა.
No comments:
Post a Comment