24 September 2014

თბილისის ცაზე უცნაური შავი წერტილი გადაიღეს - სახალისო "მზის დაბნელება" (ვიდეო)

ეს უცნაური კადრები, რომლებიც "პალიტრა ტვ"-ს მოაწოდეს, თბილისშია გადაღებული. სამოყვარულო ვიდეოზე კარგად ჩანს შავი წერტილი, რომელიც კამერის მოძრაობისას ადგილს არ იცვლის. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კამერის ობიექტივი სუფთაა და სტატიკური შავი წერტილი საიდან გაჩნდა, წარმოდგენა არ აქვს. მან ამ ფაქტს ხუმრობით "მზის დაბნელებაც" კი უწოდა, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ოპტიკურ მოვლენასთან გვაქვს.




წყარო: www.palitratv.ge


No comments:

Post a Comment