ახალი
სასწავლო წლისთვის რუსთავში 19 საბავშვო ბაგა-ბაღი გარემონტდა. საბავშვო ბაღების რეაბილიტირებული შენობები დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბიუჯეტს 878 465 ლარი დაუჯდა, რის შედეგადაც წელს რუსთავის ბაღების გაერთიანება, გასულ წელთან შედარებით, 1040-ით მეტი ბენეფიციარის მიღებას შეძლებს.
No comments:
Post a Comment