11 September 2014

რუსთავის ,,მეტალურგმა" ,,დინამო" ანგარიშით 3-0 დაამარცხა


დღეს რუსთავის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი შედგა. რუსთავის ,,მეტალურგმა“ ჩემპიონატის ფავორიტს, თბილისის ,,დინამოს“ ანგარიშით 3-0 სძლია. ანგარიში გიორგი ქავთარაძემ გახსნა, შემდეგი ბურთი ,,დინამოს“ კარში  გიორგი ჯოხაძემ გაიტანა. 3-0-მდე კი, ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გაზარდა.

შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქალაქის საკრებულოს წევრები ისწრეოდნენ .,,ვულოცავ რუსთაველ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ასეთი ანგარიშით დამარცხება ძალიან დიდი წარმატებაა. სასიხარულოა, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც გუნდს ბოლო პერიოდში შეექმნა, ბიჭები ასეთი ენთუზიაზმით აგრძელებენ თამაშს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ბევრჯერ გაახარებენ მშობლიურ ქალაქს გუნდის წარმატებებით“-განაცხადა დავით ჯიქიამ.

No comments:

Post a Comment