20 August 2014

პრემიერმა გამოწვევა მიიღო - ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს იწვევს

პრემიერმა საქველმოქმედო აქციაში ჩასართავად გამოწვევა მიიღო. ღარიბაშვილი თავზე წყალს არ ისხავს და თანხას ქველმოქმედებისთვის არა www.help.ge-ში არამედსოლიდარობის ფონდშირიცხავს. პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის მეშვეობით აქციაში ჩასართავად მთავრობიდან მის კოლეგებს იწვევს.

"აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და რომელშიც უკვე ჩართულია ათასობით ადამიანი, არის ჰუმანურობის, სიკეთის კეთებისა და სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც მთელი საზოგადოება, მიუხედავად სტატუსისა, ერთი მიზნისთვის ერთიანდება. სწორედსიკეთე გადამდებიაარის ჩვენი ინიციატივით შექმნილისოლიდარობის ფონდისმთავარი ლოზუნგი. მე ვიღებ ამ გამოწვევას და რადგან დღეს ვარ საქართველოს მთავრობის მეთაური, თანხას არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ვრიცხავ სწორედსოლიდარობის ფონდში“, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით ძალიან მალე ბევრ ადამიანს დაეხმარება. აქციის წესების თანახმად, სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ვიწვევ ჩემს კოლეგებს საქართველოს მთავრობიდან და რა ფორმით ჩაერთვებიან აქციაში, ეს თავად მათი გადასაწყვეტია",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში

No comments:

Post a Comment