19 August 2014

9 არხის ბოლო დღე (ვიდეო)




2013 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანიამეცხრე არხიმეორედ დაიხურა.
როგორც არხის მფლობელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მედიასაშუალების ქონა მის ოჯახს უხერხულობას უქმნიდა და დახურვის მიზეზიც სწორედ ეს იყო, თუმცა მან გარკვეული ვადა მისცა ტელევიზიას და მის მენეჯმენტს ახალი მფლობელის მოსაძებნად, ეს ვადა კი პირველ სექტემბრამდე განისაზღვრა.
მეცხრე არხის გუნდისთვის ეს იყო ნამდვილი შოკი და მიცემული ათ დღიანი ვადაც არარეალურად გამოიყურებოდა, ამიტომ  დირექტორის და კოლექტივის გადაწყვეტილებით ტელევიზიამ იმავე დღეს შეწყვიტა მაუწყებლობა, რა დღესაც მისი დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გაკვირვება და ცოტაოდენი გულისტკენაც  გამოიწვია, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მათ ეს შანსი კარგად შეეძლოთ გამოეყენებინათ.





რამაზ სამხარაძე: “მეცხრე არხი”-  განვითარების ყოფილი მენეჯერი:
ცხადია, მოულოდნელი იყო ყველასთვის, ყველაზე სამწუხარო ის არის რომ არავინ შეგვხვდა, არავინ აგვიხსნა მფლობელებს ვგულისხმობ.
ყოფილ პრემიერს ვეთანხმები იმაში, რომ უხერხულია როცა ფლობ ტელევიზიას (თუმცა მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ) და ამავდროულად ხარ ქვეყნის მაღალჩინოსანიცთუმცა, ცხადია ტელევიზიის გასხვისება (რეალური გასხვისება) სურვილის შემთხვევაში მარტივი პროცედურაა. მთავარია იყოს პოლიტიკური ნება, რომ მართლაც გყავდეს რეალურად ძლიერი მედია და არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისფრთის ქვეშ”, მასთან ასოცირებული. ამ გადმოსახედიდან, მე ვთვლი რომ სურვილი არ იყო მფლობელების მხრიდან არხი დამოუკიდებელი ჯგუფისთვის ან მეპატრობნეებისთვის გაესხვისებინათ. ფაქტობრივად ტელევიზიასარეზერვო საშუალებადდღესაც რჩება”.

სოფო კოკაია:  ”მეცხრე არხი”- ყოფილი ჟურნალისტი

ზუსტად ერთი წლის წინ ყველაფერი შეკითხვით დამთავრდატელევიზიაში თათბირი ჩატარდა, არხის დახურვის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილა სწორედ ამ დროს გვაცნობა. მან გვითხრა 10 თვე ახალ ფლობელს ეძებდნენ, მაგრამ გაყიდვა ვერ მოხერხდა, ამიტომ არხის დახურვა გადაწყდა. საშინელი წუთები იყო. ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენით თითოეულმა ჩვენგანმა. მახსოვს ინტერვიუზეც ვიყავი შეთანხმებული რესპოდენტთან, მაგრამ ეს ის დღე იყო როცა გადაღებაზე არ გავედი. იყო ძალიან ბევრი ემოციამაგრამ ამასთანავე სიამაყის გრძნობაც, რომ მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდი ყველაზე დამოუკიდებელ და ობიექტურ ტელევიზიაში. სადაც სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერეოდა. პირველად მითხრეს, რომსიტყვის თავისუფლება ჩვენი უფლებაა“-ესინფო9“ იყო მერეყველაფერი შეკითხვით იწყება“-მეცხრე არხი, ასე დასრულდა ყველაფერი. მეამაყება რომ ვიყავი მეცხრე არხის დიდი ოჯახის წევრი. ვამაყობ, რომ მე და ჩემი კოლეგები სამართლიანები და ობიექტურები ვიყავით მაშინაც, როდესაც ყველაზე რთულ და ექსტრემალურ ვითარებაში გვიწევდა მუშაობა. მაშინ დაიხურა, როდესაც გვქონდა ძალიან ბევრი გეგმები არხის განვითარებითვის. მაგრამ ეს მფლობელის გადაწყვეტილება იყო და ჩვენ ვერაფერს შევცლიდით. დღეს ძალიან მიჭირს ამ ერთ-ერთ გამორჩეულ ტელევიზიაზე წარსულში საუბარი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი არხის ხელმძღვანელობას, მთელს გუნდს სასიამოვნო სამუშაო გარემოსთვის.

თორნიკე თიბილაშვილი: “მეცხრე არხი”- ყოფილი ოპერატორი
მე დილის გადაცემის სიუჟეტებზე და პირდაპირ ჩართვებზე ვმუშაობდი, 18 აგვისტოს ბათუმში წავედი ერთ კვირიანი მივლინებით, დილით პირდაპირი ჩართვები უნდა გამეკეთებინა გადაცემაში, 18 ში ჩავედი ბათუმში ცხრამეტში დილით ავდექი წავედი ჩემი საქმის გასაკეთებლად მოვრჩი ჩემს საქმეს და დავბრუნდი სახლში, სადაც გაჩერებული ვიყავი. შემდეგ ცოტა ხნით დავიძინე და რომ გავიღვიძე ტელევიზია უკვე დახურული იყო.

გენო ოსიყმაშვილი, მეცხრე არხის ყოფილი ჟურნალისტი

19 აგვისტოს დილის გადაცემაში პირდაპირი ეთერი მქონდა. ჩემთვის მოკლე დღე იყო, მხოლოდ  პრესის მიმოხილვის ორი ბლოკი და ის დღე მთლიანად თავისუფალი ვიყავი. სამსახურში ჩვეულებრივი სამუშაო განწყობა და სიტუაცია იყო. უცნაური საერთოდ არაფერი იგრძნობოდა. მუშაობასაც მალე მოვრჩი და მაყურებელს სამშაბათამდე დავემშვიდობე (თუმცა როგორც აღმოჩნდა ისინი ჩემდაუნებურად მოვატყუე). ჩემი სტუდიიდან გამოსვლის დროს ნიუსრუმში დილის თათბირი მიმდინარეობდა. ჟურნალისტები თემებს ინაწილებდნენ. მე კი პირადი საქმეების მოსაგვარებლად წავედი. რამდენიმე საათში  ჩვენმა ოპერატორმა ვანო მერაბიშვილმა ტელეფონზე დამირეკა. სწორედ მისგან გავიგე, რომ მეცრე არხი დაიხურა….  რა თქმა უნდა არ დავიჯერე და მაშინვე ჩემს პროდუსერს ეკა შანიძეს გადავურეკე. ძალიან სწრაფად და მოკლედ ვკითხე:  – შანი მართალია? – “კი მართალია, დაბრუნდი ტელევიზიაში”…. ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი,საოცრად დავიბენი. იმ წამს ჩემს გვერდითინფო9″-ის ჟურნალისტი ანა შანიძე იყო. ვუთხარი რაც მოხდა, მანაც მაშინვე თავის პროდუსერთან გადარეკა და გავიგეთ, რომინფოციხურებოდა . არ ვიცოდით რა უნდა გვექნა….. მერე ტელევიზიაში დავბრუნდი. დღის განმავლობაში რამდენიმე თათბირი ჩატარდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ საღამოს მაუწყებლობას შევწყვეტდითსაუბრის სურვილიც კი არავის ქონდა. ყველანი ერთმანეთს ჩუმად ვუყურებდით თვალებში და არ გვინდოდა იმის დაჯერება რაც ჩვენს თავს ხდებოდა. რთული იყო იმის გააზრება, რომ ხვალიდან ასე ერთად, ერთი საქმის ქვეშ გაერთიანებულები აღარ ვიქნებოდით და ამდენი ნაწვალევი უბრალოდ უნდა გამქრალიყო…. მთავარი საინფორმაციოს გასვლის შემდეგ კი, როცა უკვე მეცხრე არხმა მაუწყებლობა ოფიციალურად გააჩერა, შენობაში წარმოუდგენელი დრამატიზმი იგრძნობოდა …. შეუძლებელია ენით ყველაფრის გადმოცემა.

თამუნა წიკლაური, მეცხრე არხის ყოფილი ჟურნალისტი
ფერისცვალების დღსასწაულს ვაშუქებდი მცხეთიდან და 12 საათიანი ჩართვის შემდეგ გავიგე რომ მორჩა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი დამთავრდა, არასოდეს დამავიწყდება 19 აგვისტო, ამ დღეს ბევრი რამ შეიცვალა  ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.
ყველაზე კარგად მახსენდებოდა ის ერთი წელირაც ინფო9 ში და მეცხრე არხში გავატარე, დღემდე ინფო და მეცხრე არხი ჩემი განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის, ყველგან ვიამაყებ რომ მე იქ ვმუშაობდი.


საბოლოოდ , როგორც ერთ ერთმა მეცხრე არხელმა თქვა,  ”ყველაფერი შეკითხვით დასრულდა”.


წყარო: www.ctv.ge

No comments:

Post a Comment