15 August 2014

რუსთავი 2-ს ცნობით აფხაზეთის ომში 16 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)


რუსთავი 2- უნებლიე შეცდომა თუ ისტორიის მიზანმიმართულად გაყალბების მცდელობა, კურიერის 14 აგვისტოს გამოშვებაში აფხაზეთის ომზე გასულ კადრ სინქრონში წამყვანის თქმით ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ადამიანი დაიღუპა.

ისტორია კი სხვა რამეს ამბობს, რომლის თანახმად  კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.


No comments:

Post a Comment