23 July 2014

მსოფლიო“ბოინგ 777″-ს მგზავრებს გლოვობს (ფოტორეპორტაჟი)

მთელი მსოფლიო ტერორისტების მიერ ჩამოგდებული ბოინგის მგზავრებს გლოვობს. 298 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საინფორმაციო არხები მათი და მათი ოჯახების ფოტოებს აჩვენებენ. ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები შოკში არიან, არა მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოგდების, არამედ სეპარატისტების ცხედრებისადმი დამოკიდებულების გამო.


ნიკ ნორისი, ოტის მასლინი(8 წლის), ევი მასლინი(10 წლის), მო მასლინი(12 წლის) - ავსტრალია

ნიკ ნორისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო ქალაქ პერტში. ის სამ შვილიშვილთან ერთად ევროპიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.



ელეინ თეო და ემილ მალერი - ავსტრალია

ელეინი და ემილი 27 წლის იყვნენ. პროფესიით ორივე ფინანსისტი იყო.





იუპ ლანგე - ჰოლანდია
ცნობილი ჰოლანდიელი მეცნიერი, ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ის ვიჩ-ინფექციას სწავლობდა. 2002 -2004 წლებში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.





კარლინ კაიცერი - ჰოლანდია
ის ინდიანის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დოქტორანტი იყო. 25 წლის კარილი ნიჩბოსნობით იყო გატაცებული.












ჯონი ალდერი და ლიამ სვინი -დიდი ბრიტანეთი

ისინი საფეხბურთო კლუბ ნიუკასლის გულშემტკივრები იყვნენ და ახალზელანდიაში თავიანთი გუნდის საგულშემტკივროდ მიფრინავდნენ.





ფრენკი და ლიამ დევიდსონები - ავსტრალია

ცოლ-ქმარი დევიდსონები მელბურნის მახლობლად ნახევაკუნძულზე ცხოვრობდნენ, ლიამ დევიდსონი მწერალი იყო, რამდენიმე პრემიის ლაურიატი. მისი ცოლი კი ლიტერატურის პედაგოგი კოლეჯში.


ტამბი ჯი - მალაიზია
ტამბი კომპანია shell-ის თანამშრომელი იყო. კუალა-ლუმპურში ცოლთან და შვილებთან ერთად მიფირინავდა, მისმა ცოლმა გაფრენის წინ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: "ჩვენთან ახალი წელი იწყება, ახალი ცხოვრება".







კორ შილდერი - ჰოლანდია

კორი დასასვენებლად მიფრინავდა მალაიზიაში. მან გაფრენის წინ ავიალეინერს ფოტო გადაუღო და თავის ფეისბუქ გვერდზე იხუმრა - თუ ეს ლაინერი დაიკარგა, ადამიანებს ის მაინც ეცოდინებათ, როგორ გამოიყურებოდა.








ვან ამრან ბინ ჰუსეინი და იუგენ ჩუ ჯინ ლეონი - მალაიზია

50 წლის ვან ამრანი ავია ლაინერის კაპიტანი იყო. ავიაკომპანიაში ის ყველაზე გამოცდილ მფრინავად ითვლებოდა.












რიჩარდ მეინი - დიდი ბრტანეთი

20 წლის რიჩარდ მეინი ლესტერიდან იყო, ის უნივერსიტეტში მათემატიკას სწავლობდა.








ირენ გუნვანი, შერლი გუნვანი და დარილ გუნვანი - ფილიპინები

ირენი თავის 15 წლის ქალიშვილ შერლისთან და 20 წლის აჟიშვილთან დარილთან ერთად ამსტერდამიდან მალაიზიის გავლით ფილიპინებში მიფრინავდა. გაფრენის წინ ირენმა თავის დას შეტყობინება გაუგზავნა - მე შენ მიყვარხარ.





ქუინ ლუკას შანსმანი - ამერიკის შეერთებული შტატები

ის აშშ- ერთადერთი მოქალაქე იყო, რომელიც მალაიზიის ავიალეინერით მგზავრობდა. ის ამსტერდამში ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა.





ანდრეი ენჯელი - კანადა

ის ოტავიდან იყო, რუმინეთში მედიცინას სწავლობდა. ანდრეი 24 წლის იყო და არდადეგების ბალიზე გატარებას გეგმავდა.










ელსემიკ დე ბორსტი - ჰოლანდია

17 წლის ელსემიკის მამამ ჰანს დე ბორსტმა თავის ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვლადიმერ პუტინსა და ტერორისტების ლიდერებს მიმართა : "დიდი მადლობა  ჩემი ერთადერთი ქალიშვილის მოკვლისათვის"

"ის 17 წლის იყო, მას სურდა არქიტექტორი გამხდარიყო. ჯენტლმენებო, თქვენ გაანადგურეთ ახალგაზრდა სიცოცხლე და იმედი მაქვს, ამით ამაყობთ. ხვალ ისევ შეძლებთ სარკეში ჩახედვას".
"იმედია, ეს გზავნილი მოვა თქვენამდე, ალბათ, როგორც ინტელექტუალური ადამიანები შეძლებთ მის ინგლისურად წაკითხვას. მადლბთ კიდევ ერთხელ. საუკეთესო სურვილებით ელსემიკის მამა, ჰანს დე ბორსტი, ვისი ცხოვრებაც დაანგრიეთ", - წერს გოგონას მამა.

ამ წერილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ კომენტარში წერია : "ძალიან მაინტერესებს, როგორ ხასიათზე დადგება პუტინი თუ მის შვილს, რომელიც ჰააგაში ცხოვრობს, მოკლავენ".



წყარო: www.infonet.ge










No comments:

Post a Comment