საკრებულოს
დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი გიგი
უგულავას დაკავებას ეხმაურება და
აცხადებს, რომ ის
აქამდეც უნდა დაეჭირათ, რადგან
დედაქალაქის ბიუჯეტით საკუთარი ოჯახისთვის
გარდერობის კეთილმოწყობით იყო დაკავებული.
„გიგი უგულავა აქამდე რომ
უნდა ყოფილიყო ციხეში,
ამაზე ორი აზრი
არ არსებობს. კიდევ
დიდხანს დადიოდა, თითს გვიქნევდა
და ჭკუას გავრიგებდა,
კორუფციის მოსიარულე ფორმულაა გიგი
უგულავა. გაძარცვა ქალაქი, ამ
ხნის განმავლობასი დაკავებული
იყო საკუთრი ოჯახის
და მისი ოჯახის
წევრების გარდერობის კეთილმოწყობით. აქამდე
უნდა ყოფილიყო ციხეში
და იმედია, რომ
პროკურატურა ამჯერად მოაბამს თავს,
რომ მას ბრალი
დაუდასტუროს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო: www.primetimenews.ge

No comments:
Post a Comment