მომღერალი და მუსიკოსი კახა ცისკარიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული . სავარაუდოდ საქმე ეხება შპს "არტ ფორუმი" კომპანიის საქმიანობას."პირველი რადიო" დეტალების გარკვევის მიზნით, კახა ცისკარიძეს დაუკავშირდა. როგორც ცისკარიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას განაცხადა მისთვის უცნობია საქმის დეტალები და სტატუსი თუ რა სტატუსით მოხდება მისი დაკითხვა.
"როდესაც
ზარი განხორციელდა მითხრეს
ასეთი რამ, რომ ჩემი
კომპანიის დავალიანებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და
მობრძანდით გავისაუბროთო. არ ვიცი
რა სტატუსით უნდა
დავიკითხო, ჩემთვისაც უცნობია დეტალები.
ხვალ მივალ და
გავარკვევ , მეც მქონდა
რაღაც შეკითხვები, მაგრამ ვერაფერი ვერ
გავარკვიე. მართლა არ ვიცი
რას ეხება საქმე,"-განაცხადა კახა ცისკარიძემ
"პირველ რადიოსთან" საუბრისა.
წყარო:
www.pirveliradio.ge
No comments:
Post a Comment