ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს
თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს.
საკრებულოს 25 დეპუტატიდან ირაკლი ჭეიშვილს მხარი
დაუჭირა 21, მოწინააღმდეგე იყო ერთი
დეპუტატი , ხოლო სამმა კენჭისყრაში
მონაწილეობა არ მიიღო.
ირაკლი ჭეიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო
სიის პირველი ნომერი
იყო.
ირაკლი ჭეიშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
იყო. წლების წინ,
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობის
ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის აპარატში
პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.
წყარო:
www.ipn.ge
No comments:
Post a Comment