03 July 2014

ქართული ოცნების რუსთვის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.


ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის, ყაზბეგის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობას შეხვდამერობის კანდიდატმა ყაზბეგის #1 კორპუსის აღდგენითი სამუშაოებიც დაათვალიერაშენობა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტი დავით ჯიქიას მერობის პერიოდში გაკეთდა და სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 400000 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, 29742 ლარით დაფინანსდა.
სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად, მოსახლეობამ ეზოებში ბავშვთა გასართობი მოედნების მოწყობის საკითხიც დააყენა. მინი საბავშვო მოედნების პროექტი რუსთავის მერიას უკვე დაფინანსებული აქვს და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე , საბავშვო ატრაქციონი რუსთავის 30 ეზოში დამონტაჟდება. წლის ბოლომდე, ქალაქის თვითმმართველობა დამატებით კიდევ 30 საბავშვო მოედნის მოწყობას გეგმავს.


No comments:

Post a Comment