თბილისის ახალი მოწვევის
საკრებულოს პირველ სხდომაზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს
თავმჯდომარედ გიორგი ალიბეგაშვილი აირჩიეს. იგი "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა
და ამ თანამდებობაზე სხვა კნდიდატი არ დასახელებულა.
ალიბეგაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი,
ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. ზემოხსენებული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის
მიხედვით, იგი დაიბადა
თბილისში, 1959 წლის 26 მაისს. 1976 წელს
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო
სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტზე. 1989 წელს დაიცვა დისერტაცია
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის
მოსაპოვებლად თემაზე ,,ეფრემ მცირის
ლიტერატურული შეხედულებანი”, ხოლო 1999 წელს - ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი
თემაზე ,,შატბერდის კრებული ” და
ქრისტიანული ეგზეგეტიკა”. 1982 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად, სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის სპეციალისტად,
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის
კათედრის ლაბორანტად, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის
უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ქრისტიანული
კულტურისა და სიტყვიერების
ისტორიის კათედრის დოცენტად და
შემდგომ პროფესორად (წოდება მიენიჭა 2001 წელს).
1991-1992 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის
პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი,
ხოლო 1994-1995 წლებში - თბილისის მერიის
განათლების სამმართველოს უფროსი. 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის
მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში
ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო
2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის
დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით.
იყო ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
1983 წლიდან 2009 წლამდე თბილისის სხვადასხვა
საჯარო სკოლაში.
2009 წლიდან დღემდე მუშაობს
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. კითხულობს
სალექციო კურსებს: ,,თარგმანის თეორია”,
,,აკადემიური წერა”, ,,თარგმანის ისტორია
და ტრადიციები, ლექსიკოლოგია”,
,,შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორია”,
,,ქრისტიანობა და ქართული
კულტურა”, ,,ქრისტიანული კულტურის საფუძვლები” და
სხვა. ქართულ, რუსულ, და
ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს
100-მდე ნაშრომი, სტატია, აგეთვე,
სასკოლო და საუნივერსიტეტო
დამხმარე სახელმძღვანელოები. მისი ნაშრომების ჩამონათვალს
შეგიძლიათ გაეცნოთ
წყარო: www.netgazeti.ge
No comments:
Post a Comment