16 July 2014

"ეროსი კიწმარიშვილისთვის მიბჯენით, მძლავრი იარაღით არის ნასროლი"


დილის 8 საათზე ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი პროზექტურიდან ყიფშიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
პროზექტურაში ექსპერტიზა 4 საათს გაგრძელდა. პროცესში, ოჯახის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო.
მაია ნიკოლეიშვილის თქმით, პასუხს კითხვაზე, ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, გამოძიება გასცემს, თუმცა ამ დროსითვის არსებული მონაცემების მიხედვით შეიძლება, ითქვას, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით არის ნასროლი და დაღუპულს სხეულზე სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნება.
"ვერც მე და ვერც სხვა ექსპერტი გეტყვით, ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, – ეს არის გამოძიების პრეროგატივა. მაგრამ ის, რაც ნანახია სხვა მონაცემებთან უნდა შეჯერდეს. ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას, აღბეჭდილია ლულის ანაბეჭდი. ნასროლი ძალიან მძლავრი იარაღით არის განხორციელებული, რადგან ქალას ღრუში დიდი დაზიანებებია",- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ოჯახის წევრები მედიასთან მომხდარზე საუბარს ამ დრომდე თავს არიდებენ.


წყარო: www.accent.com.ge

No comments:

Post a Comment