17 June 2014

"ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში ისეთი არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებიც ყველაზე ჩართული მხარეებისთვისაც მოულოდნელია"

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში ისეთი არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებიც ყველაზე ჩართული მხარეებისთვისაც მოულოდნელია". 
ამის შესახებ ლომჯარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაქანცული ვარ და მეორე ტურები იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მეხუთე ზაფხულს გავატარებ შვებულების გარეშე, არ ვნანობ, რომ 50%-იანი ბარიერის დაწესების მოთხოვნის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი! ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში ისეთი არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებიც ყველაზე ჩართული მხარეებისთვისაც მოულოდნელია! ეს ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებაა!" - წერს ლომჯარია.

No comments:

Post a Comment