შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემის ანონსს არაობიექტურს უწოდებს.
გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ დასაწყისშივე სტუმარმა წამყვანს მიმართა და უთხრა, რომ გაზრდილი კრიმინალის შესახებ შეფასება არაობიექტური იყო.
“როცა არ გაქვთ სტატისტიკა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ კრიმინალური ვითარება გაუარესდა, არაობიექტურობაა. მონაცემების გარეშე ამის მტკიცება არის პროპაგანდა. ჟურნალისტი ხართ, თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ ვარაუდი, მაგრამ მტკიცებით ფორმაში საუბარი სწორი არ არის“, – განუცხადა იზორიამ კვესიტაძეს და ანონსში არსებული სხვა ფრაზებიც გააკრიტიკა.
„აქ 90–იან წლებთან იყო შედარება გაკეთებული და ეს სწორი არ არის“, – განაცხადა იზორიამ, რაზეც ჟურნალისტმა ადამიანების დაუთოვება შეახსენა, თუმცა იზორიას თქმით, ამაზე უარესებიც ხდებოდა.
No comments:
Post a Comment