ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს ნათლია გიორგი თარგამაძეა.
ნავარო რამდენიმე დღის წინ ქვემო ბეთლების ეკლესიაში მართმადიდებლად მონათლა. ნავაროს ნათლია გიორგი თარგამაძეა. ნავაროს ნათლობის სახელი დავითია.
„მართალი გითხრათ, გავოცდი, მაგრამ როცა ამ ადამიანის აღსარებასავით ნათქვამი მოვისმინე, ცრემლი მომადგა, – თქვა მამა ალექსანდრემ, – ნავარომ მითხრა, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მიცხოვრია, მაგრამ ისეთი ტკბილი, თბილი და ზნეობრივი ხალხი, როგორიც საქართველოში ცხოვრობს, არსად მინახავსო. დიდხანს ვეძებდი მიზეზს და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი თქვენი რწმენიდან მოდისო. ისიც გაგვიმხილა, რომ საბოლოოდ აქ დარჩენას აპირებს და იხუმრა, აქ დამმარხეთო“.
No comments:
Post a Comment