17 June 2014

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საწარმოს ფოლადსადნობი საამქროს ოპერატორმა, ნუკრი ქიმაძემ სამსახურში ყოფნისას ელექტროტრამვა მიიღო. ქიმაძე მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს, საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან კი მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

                                                                                                                                წყარო:ipn.ge

No comments:

Post a Comment