საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
შეხვედრა 2014 წლის 24 ივნისს ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული
საკითხები
განიხილეს,
მათ
შორის
ნატო-ს მომავალ
სამიტზე
საქართველოს
მიერ
ალიანში
გაწევრიანების
გზაზე
მიღწეული
პროგრესის
ასახვის
შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ პარტნიორობის
კიდევ
უფრო
გასაღრმავებლად
ბევრი
რამის
გაკეთებაა
შესაძლებელი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატებით ჩატარებული არჩევნები მიულოცა.
"გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, თუ რა არის საქართველოს
მოლოდინი
და
ამბიცია
ნატო-ში ინტეგრაციის
მიმართულებით
- ეს
არის
ნატო-ს წევრობა
და
ამ
გზაზე
ინტეგრაციული
ნაბიჯების
გადადგმა.
ჩვენ
ვისაუბრეთ
იმის
თაობაზე,
რომ
საქართველო
არის
ნატო-ს ძალიან
მნიშვნელოვანი,
კარგი
პარტნიორი
და
ბევრი
რამ
შეიძლება
გაკეთდეს
იმისათვის,
რომ
ეს
პარტნიორობა
გაღრმავდეს.
შეხვედრაზე
ხაზი
გავუსვი,
იმას
რომ
საქართველოს
აქვს
ჩვენი
პროგრესის
ადეკვატური
ასახვის
მოლოდინი.
გენერალური
მდივანი
ეთანხმება
იმას,
რომ
საქართველომ
ინტეგრაციის
გზაზე
პროგრესის
მიღწევისთვის
ძალიან
ბევრი
გააკეთა
. გენერალურმა
მდივანმა
საქართველოს
წარმატებით
ჩატარებული
არჩევნები
და
ევროკავშირთან
ასოცირების
ხელშეკრულების
ხელმოწერა
მიულოცა"-აღნიშნა
საგარეო
საქმეთა
მინისტრმა
შეხვედრის
შეფასებისას.
No comments:
Post a Comment